Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?! - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე
ambebi.ge
12 October 2017, 12:20
ქართველი კინოვარსკვლავი, უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობმა ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი. ამ ფილმში მას პარტნიორობა სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა კოლელიშვილმა გაუწიეს, ორივე მსახიობი მომხდარით შეძრულია. "ეს იყო თავზარდამცემი და ყოვლად მოულოდნელი. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და ვემზადებოდით აქტიურად. არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია", - განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.

სოსო ჯაჭვლიანი kvirispalitra.ge - ს ლიკა ქავჟარაძეზე დიდი ტკივილით ესაუბრა:

- დამუნჯებული ვარ, უმძიმესი იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება, თავიდან ვერც დავიჯერე... წარმოუდგენლად მეჩვენება - ლიკა ქავჟარაძეზე უკვე წარსულში ვილაპარაკო... ყველას ჰგონია, რომ "ნატვრის ხე" იყო პირველი ფილმი, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით... მანამდე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "სიყვარულო ძალსა შენსა", რომელიც რეზო გაბრიაძემ გადაიღო. ერთ-ერთი ნოველა იყო - კავკასიური რომანსი და ამ ფილმში ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობდით... მე და ლიკა თითქმის ორი წელიწადი გადასაღებ მოედანზე ერთად ვიყავით. "კავკასიური რომანსის" გადაღება დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და წელიწადზე მეტი "ნატვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამწუხაროდ იმის მეასედიც არ არის გადაღებული. ვერ გამოიყენა ამხელა სილამაზე ქართულმა კინომ! ქართველებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს, ადამიანი რომ წავა ამ ქვეყნიდან, მერე მივტირით... ჩვენ, ვინც ვიცნობდით, ლიკა ყოველთვის გვიყვარდა. გადასაღებ მოედანზე მთელი ჯგუფი მასზე იყო შეყვარებული, ძალიან ვუფრთხილდებოდით, რადგან ნამდვილი ფერია იყო ჩვენს თვალწინ... ახლა კიდევ ყველაფერს ვერ ვამბობ, რაც გულში მაქვს. დრო დამჭირდება აზრები რომ დავალაგო...

ცხოვრება, მოგეხსენებათ, რა დაუნდობელია! ადამიანებს თუ ოდნავ სალაპარაკო მიეცათ, ათას იმდენს მიამატებენ იმას, რაც სინამდვილეშია! ლიკა უფაქიზესი იყო, მარიტასავით ნაზი, ლაღი, უბოროტო და გულწრფელი! ბოლოს სამწუხაროდ გულჩათხრობილიც გახდა... ქვეყანას ასეთი ადამიანი, ასეთი მსახიობი ჰყავდა და ხელის გულზე უნდა გვეტარებინა. როგორ

შეიძლებოდა მას საარსებო წყაროზე ჰქონოდა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); საზრუნავი?! ეს ქვეყნის დიდი სირცხვილია! ლიკა ქავჟარაძეს ისედაც ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. დედამისი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ადრე გარდაიცვალა. მე მას კარგად ვიცნობდი და ვიცი რასაც ნიშნავდა ლიკასთვის დედის დაკარგვა. ლიკამ უამრავი სევდა და ტკივილი წაიღო იმ ქვეყნად... განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ:  ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი